საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე მთავარ მომხსენებლად წარსდგება. სააკაშვილი პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პირადად მიიწვია, რომელთანაც დღეს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა.
სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
„გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერში არის ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და სწორედ ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს გვმართებს ერთად მუშაობა, კოალიცია „ქართულ ოცნებასთანაც“, რომ წინ წავიწიოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.