ჯონი ჯანაშია: სასწრაფო სამედიცინო დახმარების შ.პ.ს–დ გადაკეთება მოსახლეობას ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის

ჯონი ჯანაშია: სასწრაფო სამედიცინო დახმარების შ.პ.ს–დ გადაკეთება მოსახლეობას ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის

პროფკავშირები  სასწრაფო სამედიცინო დახმარების შ.პ.ს–დ გადაკეთებას აპროტესტებენ. ეს განცხადება  საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ მყარ მიღწევად ითვლებოდა უფასო სამედიცინო დახმარების არსებობა, ამ სამსახურის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ ჩამოყალიბება ხელფეხს გაუხსნის მავანს და მავანს,რათა ერთ მშვენიერ დღეს აღნიშნული ობიექტი იქნას პრივატიზებულიმ, რაც აპრიორში გამოიწვევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფასიან მომსახურებაზე გადასვლას“- განაცხადა ჯონი ჯანაშიამ და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.