მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ეკონომიკის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ლაშა ჟვანია ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ლაშა ჟვანია ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საკუთრ გვერდზე აქვეყნებს.
„მედიით გავრცელებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრად ჩემი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. დასამტკიცებლად წარდგენილი მინისტრობის კანდიდატთა დიდი ნაწილი ჩემი მეგობრები არიან და დიდ ნაწილს კარგად ვიცნობ, გულვშემატკივრობ და გვერდში ვუდგავარ! დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური გუნდიც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორიც ძალოვანი და დიპლომატიური!“,-აცხადებს ლაშა ჟვანია.