დედაქალაქის მერიის პრესსპიკერის ბაჩო დოლიძის განცხადებით, თბილისის მერიაში დღეს დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებენ.
დოლიძის თქმით, შეხვედრას საკრებულოს წევრები დაესწრებიან.
„თბილისის მერმა მოუწოდა არა მარტო საკრებულოს წევრებს არამედ, იმ დეპუტატებსაც, რომლებმაც თბილისში, მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს, მობრძანებულიყვნენ შეხვედრაზე, სადაც განიხილება სხვადასხვა საკითხი. საუბარი იქნება, როგორც ბიუჯეტზე, ისე საქალაქო სერვისებსა და ამ სერვისების გაუმჯობესებაზე“,- განაცხადა დოლიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე მომავალი წლის ბიუჯეტის გარდა განიხილება ელექტროენერგიისა და დასუფთავების გაერთიანებული გადასახადის განცალკევების, ასევე კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირების საკითხებიც.