" ქართული ოცნების" თბილისის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს გიგი უგულავასა და საკრებულოს " ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატების შეხვედრაზე, სავარაუდოდ ბიზნესის ფორმირებაზე იქნება საუბარი. From.ge - სთან საუბარში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საინტერესო იქნება რას შესთავაზებს უგულავა საკრებულოს დეპუტატებს და შემდეგ გადაიხედება ეს საკითხები.
" ჩვენ, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 2 წლის განმავლობაში ვთხოვდით გიგი უგულავას შეხვედრას, მაგრამ მას ყური არ გაუპარტყუნებია . ახლა ჩვენ მასთან არაფერი გვესაქმება. შეხვდეს საკრებულოს დეპუტატებს, სადაც სავარაუდოდ ბიუჯეტის ფორმირებაზე იქნება საუბარი.
იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მერია დაასწრებს ახალ პოლიტიკურ ძალას და მიიღებს გადაწყვეტილებას დენისა და დასუფთავების გადასახადების განცალკევებას ან მგზავრობის გადასახადის შემცირებას, ეს ჩვენ მხოლოდ გაგვახარებს , რადგან ეს თბილისის მოსახლეობისთვის გაკეთდება", -განაცხადა დოლიძემ .