„ქართული ოცნების“ წევრები უკვე აქტიურად ჩაერთვნენ ჟენევის მოლაპარაკებებში და 21-ე რაუნდის შეხვედრებს, რომელიც ჟენევაში 10-11 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის გარდა, მას კოალიციის წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ერთობლივი კომუნიკეში ნათქვამია, რომ მხარეებმა თავისუფალი მიმოსვლის, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდის ფარგლებში სამშვიდობო დოკუმენტის პროექტზე დაიწყო მუშაობა, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის პოდრიგ მერფის განმარტებით, საუბარია სამშვიდობო დოკუმენტზე, რომელსაც, შესაძლოა, ხელი პროცესის ყველა მონაწილემ მოაწეროს. დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, ქართული დელეგაციის დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.