მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა

მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და   ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შორის,  დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა  საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს  საქართველოს დემოკრატიის  განვითარებისთვის ისტორიული მომენტია.

„ანდერს ფოგ რასმუსენმა  საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის  მხარდაჭერა. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით,  საუბრის დასასრულს, ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პრეზიდენტსა დ ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.