ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი უკვე დატოვა.
დიმიტროვის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებთან მან ის საკითხები განიხილა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს.
„საქართველოს მისწრაფება ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით არის საკითხები, რომლებიც სწრაფად არის გადასაწყვეტი, ამიტომ ჩვენ ორგანიზება მოვახდინეთ ამ შეხვედრების შინაგან საქმეთა, საგარეო და ევროინტეგრაციის მომავალ მინისტრებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს პირველ რიგში“,- განაცხადა დიმიტროვმა.