რუსულ ეკრანებს  „მიმინოს“  შემდეგ მივიწყებული აქცენტი უბრუნდება (VIDEO)

რუსულ ეკრანებს „მიმინოს“ შემდეგ მივიწყებული აქცენტი უბრუნდება (VIDEO)

ქართული კინო რუსულ  კინოგაქირავებაში ბრუნდება. როგოგორც რუსულ მედიაში წერენ,  რუსმა და ქართველმა კინემატოგრაფისტებმა გააერთიანეს საუბრები მუდმივ ფასეულობებზე - სიყვარულსა და მეგობრობაზე. რუსულ კინოგაქირავებაში დღეს ჩაეშვა, ხოლო საქართველოში 18 ოქტომბრიდან გამოვა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი, ლირიკული კომედია „სიყვარული აქცენტით“.

ფილმის პრემიერა  მოსკოვში  საერთაშორისო რუსული ნაციონალური კინოფესტივალის „Окно в Европу“-ს არასაკონკურსო ჩვენებაზე  გამართა. პრემიერას ესწრებოდნენ: მიხალკოვის ოჯახი, სვეტლანა ბონდარჩუკი, ალა პუგაჩოვა, სოსო პავლიაშვილი და მრავალი სხვა ცნობილი სახე.

„რეზომ ფილმი საქართველოს მიუძღვნა, ამიტომ კინოთეატრ „ოქტომბერში“ ერთი დღით კავკასიური სტუმართმოყვარეობა იგრძნობოდა,“ „ყველა სტუმარი ძალიან კარგ ხასიათზე იყო. სწორედ ასეთ განწყობას ტოვებს ფილმიც."– წერენ რუსული გამოცემები.

„სიყვარული აქცენტით“ - ხუთი დამოუკიდებელი ნოველისგან შედგება. შეხვდებით განქორწინების ზღვარზე მყოფ მოდურ წყვილს, ჰელგას, რომელიც ოცნების მამაკაცის საპოვნელად ჩამოდის და შეყვარებულებს, რომლებიც მკაცრ მშობლებს გაურბიან.

ფილმში მთავარ როლებს რუსი და ქართველი მსახიობები ასრულებენ: სვეტლანა ბონდარჩუკი, ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, ნიკიტა ეფრემოვი, დუტა სხირტლაძე, გიორგი ყიფშიძე, სოფო ნიჟარაძე, გია გოგიშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, მერაბ ნინიძე, ონისე ონიანი, ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები.

ფილმის გადაღება თბილისში, ბათუმში, სიღნაღში და საქართველოს მთიანეთში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი საუნდტრეკია  ქართული სიმღერა „სულიკო“ გარდა ამისა,  გამოყენებულია თანამედროვე რუსი, უკრაინელი და ქართველი მომღერლების სიმღერები. 

„მიმინოს“  შემდეგ თითქმის მივიწყებული აქცენტი, რუსულ ეკრანებზე ბრუნდება“, _ წერენ  რუსულ მედიაში.