ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეკონომიკური გუნდის ჩამოყალიბების თაობაზე გამართულ მსჯელობაში ორჯერ მონაწილეობდა.
ჯავახიშვილის თქმით, მისთვის მისაღებია ყველა, ვისზეც ამ კონსულტაციების დროს იყო მსჯელობა.
ჯავახიშვილს სახელები და გვარები არ დაკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ თითოეული კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის იღვაწებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაართმევს თუ არა თავს ფინანსთა მინისტრობას ირაკლი მანაგაძე, რომლისთვისაც ამ პოსტის შეთავაზებაზე კულუარული ინფორმაცია ვრცელდება, ნოდარ ჯავახიშვილმა უპასუხა - „მგონია, გაუჭირდება ფინანსთა მინისტრად“.