14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი ბერა ივანიშვილის კონცერტი 20 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ინფორმაცია კონცერტის გადადების შესახებ, რეპერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.
„ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, იცით, რომ დიდი ხანია იგეგმება ჩემი თბილისის სოლო კონცერტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა, დღე, როდესაც ყველა ქართველი პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიწმინდეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კონცერტი 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დინამოს სტადიონზე გავმართო. დიდი მადლობა, მოთმინებისთვის, გაგებისთვის და გვერდში დგომისთვის! მუდამ თქვენი ბერა!!!" - წერს ბერა ივანიშვილი.