The Rolling Stones:  პირველი ახალი სიმღერა ბოლო შვიდი წლის განმავლობში(VIDEO)

The Rolling Stones: პირველი ახალი სიმღერა ბოლო შვიდი წლის განმავლობში(VIDEO)

ბრიტანული როკ ჯგუფი The Rolling Stones წელს არსებობის 50 წლის იუბილეს ზეიმობს. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად ჯგუფმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელწოდებით Doom and Gloom, რომელიც პირველად ბრიტანული რადიოსადგურების პირდაპირ ეთერში დღეს, 11:15 წუთზე გავიდა.

კომპოზიცია გასულ ზაფხულს, პარიზში ჩაიწერა. შემდეგი სიმღერა, რომელსაც ჯგუფი ჩაწერს იქნება Grrr! და One Last Shot. ეს სიმღერები შევა ჯგუფის ახალ ალბომში Greatest Hits, რომელსაც ამ ლეგენდარული ჯგუფის თაყვანისმცემლები 12 ნოემბერს იხილავენ.

The Rolling Stones ბოლო სტუდიური ალბომი, Bigger Bang 2005 წელს გამოვიდა. 2008 წელს ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Shine A Light, რომელიც არის მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის საუნდტრეკი.