ვიცე-სპიკერობისა და სამგორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთისგან გამიჯვნა გარდაუვალი პროცესია და მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოსახლეობას, რაც შეიძლება მალე მოუგვარდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აბაშიძემ დღეს, for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რაც შეეხება, კონკრეტულად, დედაქალაქის მერიის ინიციატივას, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის განუხორციელებლობის გამო, თვის ბოლომდე ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნა მოხდება, აბაშიძე აცხადებს, რომ მისთვის ცოტა გაუგებარია, თბილისის მერიის მხრიდან, იმ მიმართულებით საუბარი, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერი მოსახლეობის ნაძარცვის კომპენსაციას წარმოადგენდა.
„აუცილებელია, დედაქალაქის მოქმედმა მერმა, გიგი უგულავამ პირველ რიგში, თბილისელებს ბოდიში მოუხადოს, რადგან მან შექმნა სისტემა, როდესაც ეს ორი გადასახადი ერთმანეთს დაუკავშირა. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა. აუცილებელია ეს ორი მოსაკრებელი ერთმანეთს გაემიჯნოს და არც მათი გამიჯვნაა გარდაუვალი პროცესი. ახლან მნიშვნელოვანია მოსახლეობას ეს პრობლემა სწრაფად მოუგვარეს, რადგან ზამთარი მოდის და გადასახადები მაღალ მაჩვენებელზე ადის“, - განაცხადა აბაშიძემ.