ეროვნულ მუზეუმში წიგნის რუსუდან გორგილაძის წიგნის „კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“, –პრეზენტაცია გაიმართა. გერმანიაში მცხოვრები ქართველის, ეს წიგნი ქართულ ტრადიციულ სანადიმო ტრადიციებზე მოგვითხრობს. ავტორი ქართული კერძების ევროპულ და აზიურ გავლენებზე საუბრობს.
„კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“, საქართველოს ჰარვარდის კლუბის მხარდაჭერით გამოიცა.
პრეზენტაციასთან ერთად, ეროვნულმა მუზეუმში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სწორედ ის სანადიმო აღჭურვილობა, რომლებიც ადრე საქართველოში სადილის მომზადებისას გამოიყენებოდა.