დაცვის პოლიციის 700-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში გადაიყვანეს.
ამის შესახებ დაცვის პოლიციელებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს დილით მერიის თანამშრომლები მივიდნენ.
როგორც თავად სამსახურიდან გათავისუფლებული დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყვებიან, მათ ეს წინადადება არ მიიღეს, რადგან სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სამსახურში გადასვლა არ სურთ.
ამის გამო დაცვის პოლიციის სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება და დახმარებას არჩევნებში გამარჯვებულ კოალიციას თხოვს.