რუსეთ-გერმანიის „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეორე ხაზი ამოქმედდა

რუსეთ-გერმანიის „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეორე ხაზი ამოქმედდა

ფინეთის ყურეში რუსეთ-გერმანიის „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეორე ხაზი საზეიმოდ გაიხსნა. გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, ეს პრეზიდენტ პუტინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჩუქარი გახლდათ.

ვალდიმერ პუტინმა ევროპელებს მიმართა და გაზის სტაბილური მიწოდება აღუთქვა.

„ჩრდილოეთ ნაკადს“ შეუძლია დააკმაყოფილოს ევროპის გაზრდილი მოთხოვნილებები. გაზი პირდაპირი და უმოკლესი გზით მიეწოდება ევროპულ ბაზრებს სატრანზიტო რისკების გარეშე, სტაბილურად და შეუწყვეტლივ. ამას ჩვენ გპირდებით“,-აცხადებს პუტინი მიმართავში.

ყოველწლიურად ევროპელ მომხმარებელს 55 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიეწოდება.

გაზსადენის მშენებლობაში რუსული, იტალიური, გერმანული და იაპონური კომპანიები მონაწილეობდნენ, ბანკებმა  კი სარეკორდო თანხა- 6,4 მილიარდი ევრო მიიზიდეს.