თურქეთ-სირიის საზღვართან მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბულია

თურქეთ-სირიის საზღვართან მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბულია

Euronews-ის ინფორმაციით, თურქეთ-სირიის საზღვარზე მდგომარეობა საათობით იძაბება. სირიელ აჯანყებულებსა და მთავრობას შორის თურქეთის საზღვართან ბრძოლები მეხუთე დღეა შეუჩერებლად მიმდინარეობს.

სოფელ აკჩაკალესა და მის მიმდებარე სოფლებში სკოლები მას შემდეგ დაიხურა, რაც რამდენიმე დღის წინ აქ მშვიდობიანი მაცხოვრებლები დაიღუპნენ.

თურქეთის საზღვრისპირა რაიონებში სკოლები მესამე კვირაა არ გახსნილა. „შეგვპირდნენ რომ ორშაბათს  გახსნიდნენ, მაგრამ ისევ დაკეტილია“,-აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.

წუხელ გვიან სროლის ხმა ისმოდა კიდევ ერთ თურქულ საზღვრისპირა პროვინციაში ხატაიში. ანკარამ კიდევ ერთხელ გაუგზავნა  სირიას შეტყობინება-თუ არ შეწყდება დაბომბვები და უდანაშაულო ადამიანების  ხოცვა ორი ქვეყნის საზღვართან, თურქეთი მზად იქნება კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯებისთვის.