ვენესუელას ისევ უგო ჩავესი უხელმძღვანელებს

ვენესუელას ისევ უგო ჩავესი უხელმძღვანელებს

 ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესმა, რომელიც 1998 წლიდან მართავს ქვეყანას,  მეოთხედ გაიმარჯვა და კიდევ რამდენიმე წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 80%-მა მიღო მონაწილეობა.  ჩავესმა 54,42%-ით გაიმარჯვა, მისმა მოწინააღმდეგე ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა მხოლოდ 44,97%-ის მოგროვება შეძლო. კაპრილესმა ჩავესს უკვე მიულოცა გამარჯვება. 

ვენესუელის წლევანდელი საარჩევნო კამპანია ძალიან დაძაბული და კონკურენტული იყო. კაპრილესს 30 ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს, ჩავესს კი ქვეყნის ღარიბი მოსახლოება. მიუხედავად იმის, რომ უგო ჩავესს შარშან ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს, მოსახლეობამ მაინც მას ანდო ქვეყნის ბედი.