„ქართულ ოცნებისა“ და მოქმედ ხელისუფლებას შორის მეორე სამუშაო შეხვედრა უკვე დაიწყო

„ქართულ ოცნებისა“ და მოქმედ ხელისუფლებას შორის მეორე სამუშაო შეხვედრა უკვე დაიწყო

პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებისა“ და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში მეორე სამუშაო შეხვედრა უკვე დაიწყო.

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან. მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კი პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

მეორე სამუშაო შეხვედრაზე მხარეები მთავრობის გადაბარების პროცესზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, კოალიციის წარმომადგენელები სხვადასხვა უწყებებში საკუთარ წარმომადგენლებს მიავლენენ.