კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, ამ პოსტზე მისი წარდგენა დიდი პატივია და აღნიშნავს, რომ ეს როგორც მაღალი სტატუსი, ასევე რთული და საფრთხილოა.
ოდიშარიას თქმით, სამინისტროს საქმიანობა ზოგადად არ შეიცვლება.
„ჩვენ შევისწავლით ყველაფერს თუ რა გაკეთდა და დავგეგმავთ თუ რა გაკეთდება მომავალში. ჩავატარებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და კონკრეტულ გეგმას ამ გამოკითხვის შედეგებით ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, სამინისტროს გუნდი გადაიხედება. თუმცა იქ ბევრი ღირსეული ადამიანია და მათ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ“, - განაცხადა ოდიშარიამ და დასძინა, რომ სამინისტროს მუშაობა ახალგაზრდული ენერგიისა და ჭაღარა ხალხის გამოცდილების სინთეზი იქნება.