დავით უსუფაშვილი: მოქმედი მთავრობის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განკარგულებებით დავინტერესდებით

დავით უსუფაშვილი: მოქმედი მთავრობის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განკარგულებებით დავინტერესდებით

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის,  დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, აუცილებლად დაინტერესდება პრეზიდენტის განკარგულებების მიზნობრიობით, საუბარია მიხეილ სააკაშვილის 5 ოქტომბრის ბრძანებულებაზე, რომელშიც  ცვლილებები შევიდა, რომლის საფუძველზეც, სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რაც სააგენტოსთვის სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემას ითვალისწინებს. უსუფაშვილის აზრით, შეხვედრაზე განიხილავენ  პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს გუბერნატორებთან მიმართებაში.

„გავარკვევთ, რა მიზანს ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილებები და მას შემდეგ რაც პასუხს მივიღებთ, ამ თემაზე შესაბამის შეფასებებსაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.