ჯულიანა მური მძარცველების მსხვერპლი გახდა

ჯულიანა მური მძარცველების მსხვერპლი გახდა

ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის ცდილობენ თავი და ქონება განსაკუთრებით დაიცვან და დაიზღვიონ  სხვადასხვა სახის გარე საფრთხეებისგან. ამისთვის მათ ჰყავთ, კერძო თვითმფრინავები, პირადი დაცვა,  საცხოვრებლების დაცვაის სამსახური,  საოჯახო ადვოკატი და ა.შ. მიუხედავად ამისა, მათი უსაფრთხოება ბოლომდე არასდროსაა გარანტირებული.  ცოტა ხნის წინ, ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური მძარცველების მსხვერპლი გახდა.

მსახიობს ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია მოპარეს, რომელიც 127 ათას დოლარად იყო შეფასებული. ჯულიანამ ამის შესახებ პოლიციაში წინა კვირას განაცხადა. კოლექციაში შედიოდა მსახიობის საყვარელი სამაჯური და ძვირფასი მაჯის საათი.

საქმე იმაშია, რომ ჯულიანას სექტემბრის თვეში სახლში რემონტი ჰქონდა. ხელოსნების ჯგუფი ყველა ოთახში მუშაობდა, ჯულიანას კი აზრადაც არ მოსვლია ძვირფასეულობის სეიფში შენახვა. პოლიციამ საქმე „ქურდობის“ ბრალდებით აღძრა. მსახიობს დიდი იმედი აქვს, რომ საყვარელ ნივთებს უახლოეს მომავალში დაიბრუნებს.