კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია.
მისი თქმით, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ვინ უხელმძღვანელებს აჭარის უმაღლეს საბჭოს. "მურმან დუმბაძე და აჭარის მაჟორიტარები ჩამოვლენ, რის შემდეგაც ამ თემაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯერჯერობით კვლავ ლევან ვარშალომიძეა.