კირსტენ დანსტი Bvlgari-ის სარეკლამო  (VIDEO)

კირსტენ დანსტი Bvlgari-ის სარეკლამო (VIDEO)

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, „მელანქოლიის“ ვარსკვლავი  კირსტენ დანსტი Bvlgari-ის სარეკლამო სახე გახდა.  ეს მსახიობისა და ბრენდის პირველი თანამშრომლობა არ არის. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, გოგონა უკვე გადაიღეს Bvlgari Mon Jasmin Noir-ის ფერადი პარფიუმის ფოტო და ვიდეოსესიებში.

ბოლოს კრისტიენი  Bvlgari-ის სარეკლამო კამპანიაში, ნახევრად შიშველი, ლომთან ერთად პოზირებდა.

ახალ სარეკლამო რგოლში დანსტი გლამურული ქალბატონის როლშია. შავი გიპიურის კაბა აცვია და გარემოცულია ძვირფასი და ელეგანტული სამკაულებითა, თუ ნივთებით.

ვიდეო, ინეს ვან ლამსვერდსა და ვინოდა მატადინს ეკუთვნით, როგორც თავად აღნიშნავენ, დანსტმა ჩანაფიქრის ზუსტად განხორციელების საშუალება მისცა, შესაბამისად ვიდეორგოლი ძალიან მგრძნობიარე და რომანტიული გამოვიდა, დანსტი კი როგორც ყოველთვის შეუდარებელი.