ჟურნალმა Esquire მილა კუნისი „პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონად“ დაასახელა. მსახიობმა ჟურნალისთვის, ახლაი ტიტულის შესაბამისი ფოტოსესიაც გამართა, რომელიც ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა და ინტერვიუსთან ერთად ფოტოკოლაჟიც შეიქმნა. ჟურნალის გარეკანზე გოგონა წელზევით შიშველია, ქვევით კი ტყავის შავი შარვალი აცვია.
როგორც ყოველთვის, მილა, ობიექტივის წინ ამჯერადაც თამამი და გახსნილია, ის სიამოვნებით პოზირებს და სხეულის იდეალური ფორმებით ამაყობს.
ინტერვიუში მილა ბავშვობაზე საუბრობს, იხსენებს თუ როგორ ოცნებობდა ვარსკვლავი გამხდარიყო. როგორ აუხდა ოცნებები და როგორი ბედნიერია ცხოვრების იმ ეტაპით, რომელშიც ახლა ცხოვრობს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, მისი შეყვარებული ეშტონ კაჩერი, საუკეთესო სიურპრიზი იყო მის ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ამავე ჟურნალთან, წინა ინტერვიუში როდესაც კუნისს დემი მურის ყოფილ ქმართან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, მსახიობმა უპასუხა: „ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები ვართ ერთმანეთს უკვე 15 წელია ვიცნობთ და საერთო მეგობრებიც გვყავს. არანაირი სასიყვარულო ისტორია არ არსებობს“. კუნისი 8 წლის მანძილზე მაკოლეი კალკინს ხვდებოდა. ისინი 2010 წელს დაშორდნენ. ეშტონი კი მეუღლეს, 49 წლის დემი მურს, ნოემბერში გაეყარა. როგორც უცხოურ მედიაში წერდნენ, მილას არ სურდა, ეშტონისა და მისი ყოფილი მეუღლის, დემი მურის განქორწინება მისთვის დაებრალებინათ. თუმცა შემდეგ, ისინი პაპარაცებმა ერთად არაერთხელ დააფიქსირეს, ბოლოს გამოჩნდა ვიქენდზე გადაღებული მათი კოცნის კადრები, რომლის შემდეგაც სასიყვარულო ურთიერთობას ფარდა აეხადა და წყვილმა გრძნობების და დამალვას თავი მიანება.
ამერიკელი მსახიობი მილენა „მილა“ მარკოვნა კუნისი 1983 წლის 14 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ჩერნისვსტში დაიბადა, თუმცა 7 წლის ასაკში მილა და მისი ოჯახი ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. 9 წლიდან დაიწყო მსახიობობისთვის მზადება და შესაბამის კურსებსაც გადიოდა, 14 წლის ასაკიდან კი პირველად ითამაშა ფილმში „ჩაიფიქრე სურვილი“. რამოდენიმე წარმატებული ფილმის შემდეგ მილა კუნისი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა.
მილას შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება“, „მაქს პეინი“, „ილაის წიგნი“, „მეგობრული სექსი“ და სხვ. 2010 წელს კანის კინოფესტივალზე შესრულებული როლისთვის ფილმში „შავი გედი“, მიენიჭა მარჩელო მასტროიანის პრემია. ნომინირებული იყო აგრეთვე ოქროს გლობუსზე.