ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერად ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერად ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერად ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცა. ბესიკ ბრეგაძე ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს წევრი, ხოლო საკრებულოს დეპუტატობამდე ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობას გახლდათ. 
საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" და "ახალი მემარჯვენეების" დეპუტატებმა უარი თქვეს. 
"ახალი მემარჯვენეების" ადგილობრივი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუპირისპირდა.მისი განცხადებით, დეპუტატებმა ქუთაისის მერის არჩევა არ უნდა იჩქარონ. 
 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დავით გოგისვანიძემ და გია უკლებამ მამუკა მღვდელაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადავიდა.  
"ქრისტიან-დემოკრატების" დეპუტატებმა კი, პროტესტის ნიშნად სხდომაც დატოვეს.