"დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის ასეთი აჟოიტაჟი სამომავლოდ მთავრობაში მის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. ამის საკითხთან დაკავშირებით, მან გაზეთ „ქრონიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ბურჯანაძე თავად სვამს კითხვას, "რატომ უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე ამ მთავრობაში?!." მისი განმარტებით, პარტია კოალიციის წევრი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს საკითხი რაღაც ფორმით დადგებოდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ისინი კოალიციას მხოლოდ მხარდაჭერას უცხადებდნენ.
„მე მაქვს კითხვა - რატომ უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე ამ მთავრობაში? ჩვენ თუ თანდათან მივდივართ დემოკრატიული ქვეყნისაკენ, დემოკრატიულ ქვეყანაში არის ძალიან მარტივი წესი, იგებს ერთი პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური ძალა აყალიბებს მთავრობას და იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ჩვენ რომ ვყოფილიყავით კოალიციის წევრი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი რაღაც ფორმით დადგებოდა. ჩვენ მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადეთ ბიძინა ივანიშვილს და არც გვიფიქრია, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უნდა ყოფილიყო მთავრობაში“, - აღნიშნა ბურჯანაძემ
მან ერთადერთი იმის იმედი გამოთქვა, ის ადამიანები, რომლებიც „დემოკრატიული მოძრაობისა" და "სახალხო კრების" წარმომადგენლები არიან, უპირველეს ყოვლისა, რომლებიც ციხეში სხედან, სხვა უკანონო პატიმრებთან ერთად, უმოკლეს ვადებში გათავისუფლდებიან.
„ვიცი, რომ ამაზე "ქართული ოცნების" ძალიან ბევრი წარმომადგენელი პირადად იზრუნებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებში და "ქართულმა ოცნებამ" ამ მთავრობის გუნდი თავისი კანდიდატებით უნდა დააკომპლექტოს. თეორიულადაც როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობა?", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია ის, რომ `ქართულმა ოცნებამ~ მოიგო არჩევნებში და “ქართულმა ოცნებამ” თავისი კანდიდატებით უნდა დააკომპლექტოს მთავრობის გუნდი.
"კიდევ ერთხელ გიმეორებთ, _ თეორიულადაც როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობა?", - აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს, - " ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი რამ მოხდა და, როგორც ჩანს, კიდევ უამრავი რამ მოხდება. ვითარება მიუთითებს მათი შანსების მინიმუმამდე დაყვანას, მაგრამ ის, რომ საბოტაჟის მცდელობებია, როგორც კი სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, კიდეც ვთქვი, რომ საჩვენებლად გვაჩვენებდნენ, ვითომ „კანონიერი ქურდები“ ჩამოვიდნენ, შეგნებულად მოხდებოდა ძარცვაზე პოლიციელების წაყრუება.. მესმის, რომ ემოციურად ბატონი ბიძინასთვისაც ძალიან რთულია სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან ურთიერთობა, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, 2003 წლის მსგავსად როდის დაიჭერენ და გაასამართლებენ კრიმინალ ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც ადამიანებს მეტწილად პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იჭერდნენ",