საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის აპარატი ავრცელებს.
მთავრობის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება და ხელისუფლების ტრანზიციის პროცესის მიმდინარეობა იქნა განხილული.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო გარდამავალ პერიოდში ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ზომებს.