რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ განაგრძობს საქართველოსგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმებას მოითხოვს. ამჯერად რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებას მიმართავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განაცხადებით, „რუსეთის ფედერაცია არ ოპერირებს ტერმინით „ოკუპირებული ტერიტორია“, მისთვის უმჯობესია დამოუკიდებელი სახელმწიფოების განსაზღვრება, როგორებიც არიან დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს კანონი კი დოკუმენტთან მიმართებაში არაადექვატურია“,-აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულმა „ქართული ოცნებამ“ მოსაზრება გამოთქვა დოკუმენტის გადახედვის შესახებ. „სავარაუდოა, რომ აქ იგულისხმება კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მონახულებისას მათ დასჯას ითვალისწინებს. შეცვლიან თუ არა ოკუპაციის აღიარებას, ჯერჯერობით უცნობია“,-აცხადებს სამინისტრო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არც ის იცის, დათანხმდება თუ არა საქართველოს ახალი მთავრობა იმას, რომ რუსეთის ფედერაციას სამი საელჩო ჰქონდეს დამოუკიდებლად აღიარებული ტერიტორიებზე, რუსეთისთვის ესეც უცნობია.