„რომპეტროლი

„რომპეტროლი" საწვავის ფასს ორშაბათიდან გააიაფებს

კომპანია „რომპეტროლის" კომერციული დირექტორის თენგიზ ჭიჭინაძის განცხადებით, "რომპეტროლი" საწვავის ფასს ორშაბათიდან გააიაფებს.

ჭიჭინაძის განმარტებით, მიმდინარე პერიოდში კომპანიამ საწვავი 1 ტონა 50 დოლარით იაფად შეიძინა. სწორედ ამის გამო, მისი თქმით, ორშაბათს პროდუქციის განბაჟების შემდეგ საწვავის გაიაფებას გეგმავს. თუმცა, არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი თეთრით გაიაფდება საწვავი.

იმის გამო, რომ კონკურენტების ნაწილმა საწვავი უკვე გააიაფა, კომპანია არ გამორიცხავს, რომ კლიენტთა უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, ფასების კლება ხვალ დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიის მოგებაზე უარყოფითად აისახება შესაძლებელია ფასები ხვალვე დავწიოთ. ეს დაუწერელი კანონია. კონკურენტი რომ აკლებს ფასს, ჩვენ ყოველთვის მივყვებით", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, დღეს საწვავი 8 თეთრით გაიაფდა კომპანია "ვისოლის" ქსელში.