N1 სასჯელასრულების დაწესებულებაში ლეიბები, ბალიშები და თეთრეული სრულად გამოიცვალა

N1 სასჯელასრულების დაწესებულებაში ლეიბები, ბალიშები და თეთრეული სრულად გამოიცვალა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის # 1 სასჯელასრულების დაწესებულებაში ლეიბები, ბალიშები და თეთრეული სრულად გამოიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა პატიმართა პრეტენზიები და ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  დაწესებულებაში სხვადასხვა მწერები და მკბენარები გავრცელებული იყო.

„აღნიშნულის აღმოსაფხვრელად დაწესებულებაში ჩატარდა  დეზინსექცია, რის შემდეგაც პატიმრებს გადაეცათ ახალი ლეიბები, ბალიშები და თეთრეული. ამავდროულად მომავალ კვირას დაწესებულებაში დარიგდება ახალი გადასაფარებლები.

#1 სასჯელაღსრულების დაწესებულება, ისევე როგორც ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 დაწესებულებები,  მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო აუცილებლად საჭიროებს დახურვას. თუმცა ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებული პატიმრების  რაოდენობის გათვალისწინებით სამწუხაროდ ეს შეუძლებელია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.