კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოალიცია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს, სავარაუდოდ, არ დასვამს.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„არა მგონია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამ პროცედურას ერთი წელი მაინც სჭირდება. გარდა ამისა, მეორე მხრივ, ეს ადამიანი მზადყოფნას გამოთქვამს ყველაფერზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.