პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ო’მეარა, ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო.
შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ.
ამერიკელმა გენერლებმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებული შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ნატოში, ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში გაგრძელდეს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა