დღეს, 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე გარდაბნის რაიონის, სოფელ მარტყოფში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
ასევე დღეს,18:00 საათზე, ქ.გარდაბანში დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოშიმშილეების მხარდასაჭრად აქცია გაიმართება.
გარდაბნის რაიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რის გამოც რაიონის ხუთმა მოსახლემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 5 99 508355