რუსთავის მე-6 საპყრობილის პატიმარი გიორგი ბერუაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის დროებით შემსრულებელს წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადებას ბერუაშვილის ადვოკატი თეიმურაზ ბენიძე აკეთებს.
ბენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ციხის ბადრაგებს მასზე ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს და მათ დასჯას ითხოვს.
გიორგი ბერუაშვილი 2011 წლის 3 სექტემბერს ციხის ბადრაგებმა სასტიკად სცემეს, ნეკნი ჩაუმტვრიეს და ფეხი მოსტეხეს.
„მას ამ ცემის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ლოგინიდან წამოდგომაც კი უჭირდა. ბერუაშვილმა საბადრაგოს ოთხი თანამშრომლის გვარები დაასახელა-ლაშა კაპანაძე, კახა ხომერიკი, კობა პაპუაშვილი, ვინმე ლევანი და ჯაბა, რომელთა გვარებსაც სამწუხაროდ ვერ იხსნებს,რადგან მან ცემის დროს გონება რამდენჯერმე დაკარგა“,-აცხადებს ადვოკატი.