თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეს, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „არტისტერიუმის” გახსნას უმასპინძლებს. „არტისტერიუმი“ უკვე მეხუთე წელია ტარდება და არსებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას პასუხობს, წლევანდელი “არტისტერიუმის” თემაა “პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება.”

როგორც „არტისტერიუმის“  ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ -„წლევანდელი თემა საშუალებას იძლევა წარმოჩინდეს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ხელოვნება პროტესტის ფორმა და ცვლილებების კატალიზატორი. ბოლო წლების მანძილზე ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, მუსიკა, სპეციფიკური ინსტალაციები, წარწერები ქუჩაში, პლაკატები, თუნდაც ჟესტები და სხვადასხვა გრაფიკული სიმბოლოები შეიძლება პროტესტის გამოხატვის საშუალება გახდეს”.

გთავაზობთ  „არტისტერიუმი 2012“–ის სრულ  პროგრამას:

 5 ოქტომბერი, პარასკევი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის 8.

18:00 – „არტისტერიუმი 5“-ის გახსნა.

6 ოქტომბერი, შაბათი

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას 8.

12:00 –„Nine Dragon Heads“ (სამხრეთ კორეა), საერთაშორისო საგამოფენო პროექტის პრეზენტაცია;

14:00 – გალერეა “Y”-ის პრეზენტაცია, მინსკი, ბელორუსია;

16:00 – „ბანერები და დღიურები“, პოლონურ-ბელორუსული საგამოფენო პროექტი;

18:00 – ვიტალი კომარის საჯარო ლექცია /“კომარი და მელამიდი“/, აშშ.

7 ოქტომბერი, კვირა

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ცაბაძის 6.

14:00 – „ჯვარედინი

დამტვერვა“, ლორა სენსონი /აშშ/, „ქართული ტექსტილის ჯგუფი“, „ლურჯი სახლი“ /საქართველო/, ერთობლივი პრეზენტაცია-ვორკშოფი;გალა გალერეა, ათონელის 27.

19:00 – „ცა – 24 საათი“, კოტე სულაბერიძის პერსონალური გამოფენა.

8 ოქტომბერი, ორშაბათი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის 8.

13:00 – „განსხვავებები: ადამიანები პრობლემებით“, Ghana ThinkTank-ის ვორკშოფი;

14:00 – კენეტ ჰიუ, ლექცია/მასტერკლასი, დიდი ბრიტანეთი;

15:00 – იარო სლეპს, ჰიპ ჰოპი – ტექსტი/ტემპი, ვორკშოფი, აშშ; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის 22.

17:00 – “სამყურა”, საერთაშორისო საგამოფენო პროექტი, ირლანდია, საქართველო, სომხეთი, პორტუგალია, საბერძნეთი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, გუდიაშვილის 7.

19:00 – საშა ჭავჭავაძე, „ტანსაცმელი რევოლუციისთვის“, ლადო ფოჩხუა, „წიგნი ახალი ქართული არისტოკრატიისთვის“, აშშ.

 9 ოქტომბერი, სამშაბათი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის 22.

14:00 – ჯოანა ფოიტიგის და ლორა ლაზერის ლექცია/ვორკშოფი საჯარო ხელოვნების მეთოდოლოგიის შესახებ, აშშ; გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16.

17:00 – „ზებრა“, პოეზიაზე შექმნილი ფილმების

ფესტივალის პრეზენტაცია, ტომას ვოლფარტი /გერმანია/; რუსთაველის

თეატრი, რუსთაველის გამზირი 17.

20:00 – „საწყისში დაბრუნება“, მარია საფრონოვა /რუსეთი/, ალექსანდრე ჩინჩალაძე /საქართველო/.

10 ოქტომბერი, ოთხშაბათი

ბამბის და რკინის რიგის კუთხე, კინოს მოედანი.

19:00 –„მსხვერპლშეწირვა – სტატიკური დრამა“, გიორგი ჯანიაშვილი, დავით ჯანიაშვილი

12 ოქტომბერი, პარასკევი

„სვლა“, სარა პელერენ-ოტ, გიომ შოსონ, საფრანგეთი, პერფორმანსი ტექსტით და მუსიკით, ორგანიზებული ფრანგული ინსტიტუტის მიერ, /ადგილი და ზუსტი დრო გამოცხადდება არტისტერიუმის მსვლელობისას /

13 ოქტომბერი, შაბათი

ელიავას ბაზრობის ტერიტორია.

14:00-18:00 – „აღმოაჩინე ელიავა:სტრიტვაიზ – ღია სახლი“, ერთდღიანი ფესტივალი, ადგილ სპეციფიკური ინსტალაციები, პრეზენტაციები, აშშ/საქართველო;

15:00 –Ghana ThinkTank, „განსხვავებები: ადამიანები პრობლემებით“, ინეტრაქტიული სკულპტურა/პერფორმანსი;

17:00 – ჰიპ ჰოპ პერფორმანსი, იარო სლეპს/ირაკლი მაღრაძე.