შალვა შავგულიძე: ბარამიძის  საოლქო კომისიის სხდომაზე ყოფნა  უკანონობა იყო

შალვა შავგულიძე: ბარამიძის საოლქო კომისიის სხდომაზე ყოფნა უკანონობა იყო

კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის  მაჟორიტარი დეპუტატობის  გამარჯვებული კანდიდატის,  შალვა შავგულიძის განცხადებით, უკანონობას ჩადის ცესკო, როდესაც მან გიორგი ბარამიძეს, ჯერ კიდევ მაჟორიტარობის კანდიდატს დამკვირვებლის საშვი გამოუწერა და კანონს უგულვებელყოფს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ზუგდიდის საოლქო საარჩვენო კომისიამ ჩვენი „ქართული ოცნების“  საჩივარი არ დააკმაყოფილა, დღეს იურისტები სასამართლოს მივმართავთ. საჭიროა ამოიწუროს ყველა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი შესაძლებლობა, არსებობს საერთაშორისო სასტამრთლო, არსებობს აგრეთვე პოლიტიკური მექანიზმები, მაგრამ სამართლებრივი დავის ამოწურვა უნდა მოხდეს.

 „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დახატოს სურათი, რომ ისინი არსად არ წასულან, რომ ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. გუშინ ბარამიძის გამოჩენა ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის სხდომაზე  უკანონობა იყო. ბარამიძეს ჰქონდა დამკვირვებლის მოწმობა გამოწერილი  4 ოქტომბრის რიცხვით. ის ჯერ კიდევ მაჟორიატარი დეპუტატობის კანდიდატი, მას ამ სტატუსიდან თავი არ მოუხსნია. როგორ შეიძლება ცესკო-ს გაეცა დამკვირვებლის მოწმობა ჯერ კიდევ მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატზე , გიორგი ბარამიძეს ოფიციალურად არ მოუხსნია თავისი კანდიდატურა. უკანონობას ჩადის ცესკო-უკანონას ჩადის „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი უბრალოდ კანონს უგულვებელყოფენ და სწორედ ამან მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დღემდე, რა დღეშიც ახლა არიან, როგორ დაკარგეს მათ საზოგადოების მხარდაჭერა და დღესაც იგივეს აგრძელებენ, თუმცა მალე ეს ყველა უკანონობა ქვეყანაში დამთავრდება“,- აცხადებს შავგულიძე From.ge-სთან საუბრისას .