ბიძინა ივანიშვილი „ქორთიარდ მარიოტში“  ბიზნესმენებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებს შეხვდება

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს..

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება. "ქართული ოცნების" ლიდერი ბიზნესმენებისგან ბიზნესქტორში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე მოისმენს ინფორმაციას. ივანიშვილი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" სამომავლო ხედვებს გააცნობს.

წინასწარი ინფორმაციით, ივანიშვილი ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გარკვეულ "მესიჯებს" გააღჟერებს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი, გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამასთან, მან შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან გამართა, რომელსაც ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვოლფგანგ ტირზე ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.