ირაკლი ალასანია: ჩვენი მხრიდან რევანშს, შურისძიებას ადგილი არ ექნება

ირაკლი ალასანია: ჩვენი მხრიდან რევანშს, შურისძიებას ადგილი არ ექნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ისინი რევანშსა და შურისძიებას არ აპირებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირები სამართალს ვერსად დაემალებიან.

როგორც ალასანიამ გუშინ გადაცემა „სუბიექტური აზრის" ეთერში,  ზუგდიდიდან ჩართვისას განაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნების" უშუალო კომპეტენცია არ იქნება ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და აღნიშნა, რომ ეს დამოუკიდებელი სასამართლოს კომპეტენციაა

„ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების პირობებში სასამართლო ჭეშმარიტად გახდება დამოუკიდებელი. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, სამართალს ვერსად ვერავინ დაემალება. ჩვენი მხრიდან რევანშს, შურისძიებას ადგილი არ ექნება. ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოების შერიგება, საზოგადოების გამთლიანება და ყველა საჯარო მოხელე, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, შეინარჩუნებს თავის ადგილს და გააგრძელებენ დეპოლიტიზირებულ გარემოში საკუთარი ქვეყნის სამსახურს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.