გიორგი კოდუა: მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემს თავისუფალ აზრს გამოვხატავ

გიორგი კოდუა: მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემს თავისუფალ აზრს გამოვხატავ

შსს-ის კრიმინალური პოლიციის შეფის ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა ზუგდიდში   პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას  მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მივიდა.

კოდუას განცხადებით, ის ირაკლი ალასანიას მეგობარია და აღნიშნავს, რომ იზიარებს იმ პრინციპებს, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკისგან გამიჯნული, რაც ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, მის  შემთხვევაში დარღვევა ხდებოდა.

„აქედან გამომდინარე, მე ვუერთდები, რომ უნდა გაემიჯნოს და ბიზნესმა - თავისი, პოლიტიკამ კი თავისი საქმე აკეთოს. მე ვარ ბიზნესმენი, უნდა ვაკეთო ჩემი საქმე და მასში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს, რაც ადრე ხდებოდა. იმედია, „ქართული ოცნება“ ამ შეცდომას არ გაიმეორებს და მოხდება წინსვლა საქართველოს უკეთესი განვითარებისთვის. ირაკლი ალასანია ჩემი მეგობარია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემს თავისუფალ აზრს გამოვხატავ“,- განაცხადა კოდუამ.

შეგახსენებთ,  დღეს ზუგდიდში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.