ვულოცავთ ჩვენს წევრ რესპუბლიკურ პარტიას დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით და აპლიკანტ თავისუფალ დემოკრატებს ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით ამ ფანტასტიკურ შედეგს“, - განაცხადა სერ გრეჰემ ვატსონმა, ევროპარლამენტის წევრმა, ELDR-ის პრეზიდენტმა.
„ეს შედეგები მოწმობს, რაოდენ დიდია საქართველოს მოქალაქეებში ცვლილების სურვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის შემდეგ.
ქართველებმა ვერ იგრძნეს მათი ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უკანასკნელ წლებში. მმართველობის ავტოკრატიულმა სტილმა და ფუნდამენტური სამოქალაქო თავისუფლებების დარღვევამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს.
ქართული დემოკრატია მოლიპულ გზაზე იდგა, მაგრამ ახლა ჩვენს ლიბერალ მეგობრებთან ერთად იმდენად გავძლიერდით, რომ გვჯერა - საქართველო დარჩება ერთგული მისი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ამბიციებისა და მისი ახალი ლიდერები ძალისხმევას არ დაიშურებენ მათი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა მან.
სერ გრეჰემ ვატსონმა 24 სექტემბერს წერილით მიმართა ჰერმან ვან რომპეის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს - ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირს და სთხოვა, გამოიყენოს მისი გავლენა, „რათა შეაჩეროს მიხეილ სააკაშვილის სწრაფვა ავტორიტარული მმართველობისაკენ“.