„დრამა, მაგრამ არა ტრაგედია!“  Ленте.ру -ს  ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

„დრამა, მაგრამ არა ტრაგედია!“ Ленте.ру -ს ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი,  თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე რუსულ გამოცემა Ленте.ру -ს  მიხეილ სააკაშვილის დამარცხების  მიზეზებზე ესაუბრა, გთავაზობთ მონაკვეთებს ინტერვიუდან.

„მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხება, საპარლამენტო არჩევნებზე, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, მის მხარდამჭერებს  წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდიქიძე, ერთ-ერთი  მთავარი იდეოლოგი იყო სააკაშვილის ეკონომიკური რეფორმებისა. 

Ленте.ру-სთან ინტერვიუში ბენდუქიძე  ხსნის, თუ რატომ წააგო სააკაშვილმა, და რა დატვირთვა აქვს ხელისუფლებაში მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მოსვლას.

ბენდუქიძე დარწმუნებულია, რომ „ტექტონიკური ძვრები“ ქართველი ამომრჩევლის სიმპათიებზე ციხის სკანდალურ კადრებს მოჰყვა.  ბენდუქიძე სააკაშვილს ბორის ელცინისა და  რუზველტს ადარებს და  აცხადებს, რომ მან საკუთარი ძალა აჩვენა “-წერს Ленте.ру.

 ბედუქიძემ ხელისუფლებაში ივანიშვილის გადასვლა ასე აღწერა: „უსიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი სანახაობა“. სააკაშვილის დამსახურებებად ბენდუქიძე წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმას თვლის, გარდა ამისა აღნიშნავს ბოლო არჩევნებს, სადაც პრეზიდენტი ნამდვილ დემოკრატად გამოჩნდა.

- მიხეილ სააკაშვილის დამარცხება თქვენთვის მოულოდნელი იყო?

-ვფიქრობდი, რომ პირიქით მოხდებოდა და უპირატესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა.  პრინციპში, ტექტონიკური ძვრები  უკანასკნელი ორი კვირაში, ციხის სკანდალური კადრების შემდეგ მოხდა. რეალურად აქამდე ოპოზიციის შანსი გაცილებით დაბალი იყო, ჩემი პროგნოზით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 100-დან 40 ხმა უნდა ყოფილიყო.

-როგორ აფასებთ თქვენ ციხის კადრების სკანდალს?

-გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ახალგაზრდებში, რადგან ისინი სხვა გარემოში გაიზარდნენ და მათი შეხედულება დღევანდელ საქართველოზე ბევრად უკეთესია, ვიდრე რეალობაშია. ისინი გამოდიოდნენ იქიდან, რომ მოწიფულ ასაკში  არ უნახავთ კორუფცია, უნივერსიტეტებში საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით მოხვდნენ და არა ფულითა და გავლენებით.

 არჩევნების შედეგები, მე რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ ეს  არის სწორად ჩატარებული რეფორმების შედეგი და თვალსაჩინო მაგალითი. წამოიზარდა თაობა, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩემი და თქვენი თაობის ხალხს, არ უკვირთ, როდესაც პატიმრებზე ძალადობის შესახებ ესმით. რუსეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნების ქუჩებში არავინ არ გამოვა, ისევე როგორც არ გამოვიდნენ მაგნიტსკის სიკვდილის დროს.

ახალგაზრდობამ ეს ყველაფერი გაახმაურა. რეზულტატში ბევრი ადამიანი, რომლებიც მზად იყო  ხმა სააკაშვილისთვის მიეცა არ წავიდნენ არჩევნებზე და პირიქით, არჩევნებზე სკანდალით შეშფოთებული ხალხი მივიდა. როცა მე ხმას ვაძლევდი მომიწია 20 წუთიან რიგში დგომა, რაც ადრე არ იყო. 2008 წელთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა 10%-ით მაინც გაიზარდა.

-ალბათ, მხოლოდ ამ ისტორიას არ გამოუწვევია სააკაშვილის დამარცხება?

-არა, რა თქმა უნდა! ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, რამაც სააკაშვილის დამარცხება გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის პრეზიდენტობისას "ფულს შოულობდნენ" – მაგალითად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, კორუმპირებული პროფესორები. არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა და სტატუს-კვოს აღდგენა სურს – იგივე კანონიერ ქურდებს. უკმაყოფილო ადამიანი ბევრია. ეკონომიკის სამინისტროდან პირადად ორი ათასამდე ადამიანი გავათავისუფლე. ისინი, რა თქმა უნდა, ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემდნენ. სხვა უწყებებიდანაც უამრავი რაოდენობის ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის, ძველი პოლიციელები",

-სააკაშვილი და მისი პარტია ამბობს, რომ ივანიშვილის მოსვლა, ეს უკუსვლაა, ეს რეალურია?

-დიახ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.  არ ვიცი, რამდენად  შეძლებენ  ეს კანონიერი  ქურდები ძლიერი ოპოზიციისა და პრეზიდენტის პირობებში მოვიდნენ, (საქართველოში პოლიტიკური რეფორმის დამთავრებამდე), რომელსაც კიდევ ერთი წლის განმავლობაში  შეუძლია ძალოვანი სტრუქტურების-თავდაცვის, შს და იუსტიციის მინისტრების დანიშვნა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ კანონიერი ქურდები სწრაფად არ მოვიდნენ და არეულობა არ გამოიწვიონ. ზოგადად, ასეთი საშიშროება არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ კანონიერი ქურდები ივანიშვილის მხარეს მონაწილეობდნენ. 

-ანუ, ეს არ არის წინასაარჩევნო დაშინება  და თქვენ არ ადრამატიზირებთ?

-ეს დრამაა, მაგრამ არა ტრაგედია. ვიმედოვნებ შესაძლებელია ამას შეეწინააღმდეგო.  ვფიქრობ, რომ ხალხსაც არ სურს მათი უკან დაბრუნება.  ჩემმა  ზოგიერთმა  სტუდენტმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, იმიტომ რომ მათ არ ესმით რა არის კანონიერი ქურდი.  ეს იგივეა, რომ მე თქვენ გითხრათ ვაბრუნებ ვაჭრობის პირველ ან მეორე გილდიას მეთქი.  მათთვის ეს აბსტრაქტული ცნებაა, აბრაკადაბრა.

-არსებული რეფორმები ჩამოინგრევა?

-თუ სახელმწიფო აპარატში რეფორმების რაღაც  ნაწილი დარჩება, ეს არ იქნება, უკან დაბრუნება. შეიძლება რაღაც ნაბიჯები წინაც გადაიდგას. შეიძლება ზოგიერთი რამ არც იქნას გატარებული. მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები...

-თქვენ გჯერათ, რომ ივანიშვილი „კრემლის პროექტია“?

-ის რომ მას დაუძახეს და უთხრეს წადი არჩევნებზეო არ მჯერა. მაგრამ, აი თქვენ მაგალითად გიცეკვიათ ოდესმე ქალთან, რომელიც აქამდე უცნობი იყო?

-ყოფილა შემთხვევა

-ყოფილა შემთხვევა, რომ  წარმატებით გიცეკვიათ? თქვენ ხომ წინასწარ არ მოგილაპარაკებიათ, უბრალოდ კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს.  ამ შემთხვევაში, კრემლს, რომელიც სააკაშვილის მიმართ ანტიპათიითა და საქართველოში სიტუაციის კონტროლის სურვილითაა შეპყრობილი,  ნებისმიერი ცვლილება ხელს აძლევს

-ივანიშვილის მოსვლა, ეს რეფორმებისა და საქართველოს მომავლის დასასრულია?

არა, ეს არ არის დასასრულის დასაწყისი და არც დასაწყისის დასასრული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, როგორც თანამედროვე განვითარებადი ერისთვის, უსიამოვნოა პირადად ჩემთვის, არც ისე პოზიტიურ კონტექსტში, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის,  მაგრამ მხოლოდ ასე ვისწავლით ჩვენ დემოკრატიას. ეს იცით როგორაა, ან ვაქცინა უნდა მიიღო ან იავადმყოფო. ვაქცინაცია არ მოუფიქრებიათ, ამიტომაც მოგვიწევს ცუდად ვიყოთ.