„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიეკრის, ჩიორა თაქთაქიშვილი განცხადებით, საარჩევნოადმინისტრაციის წევრების, საჯარო მოხელეების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებულ კანდიდატების დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა კვლავ გრძელდება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს უკვე არის დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის მცდელობა, იმ არჩევნების, რომელიც ყველამ აღიარა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
დღესვე პრესკონფერენციაზე თაქთაქიშვილმა ის კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა, რომელიც მათი წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებულ კანდიდატ რონალდ ახალაიას, ყოფილი "მხედრიონის" წარმომადგენელი თემურ გერგაია პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ასევე, წუხელ ნინოწმინდას "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ჯუმბერ გელაშვილი პირადად შეხვდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სეირან კურეგიანს, ჩამოართვა მას ტელეფონი და დაემუქრა, თუ იგი არ დაარღვევდა კანონს და არ გააუქმებდა ნინოწმინდის ოლქის შედეგებს. დღეს დილით ამავე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალბერტ ნორბეკიანი იგივე სეირან კურეგიანს სახლისა და ფერმის გადაწვით დაემუქრა“, - განაცხადა სპიკერმა.
ამასთანავე, მისი თქმით, გარდაბანში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ხალხს მოუწოდებს შეკრებისკენ საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიზნით.