დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უკვე დასრულდა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უკვე დასრულდა

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უკვე დასრულდა.

შეხვედრას რამდენიმე დიპლომატი, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ასევე გერმანიისა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თუმცა ელჩებმა ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვეს.

დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესცენტრში დავით უსუფაშვილი და გია ხუხაშვილი მივიდნენ. როგორც გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის დაკომპლექტების თემა მისთვის საინტერესო არ არის და ის პირად საკითხზეა მისული.

„მთავრობის დაკომპლექტების თემა არ მაინტერსებს, მთავრობა ჩემი კომპეტენცია არ არის, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მთავრობა ჩემთვის საინტერესო თემა არ გახლავთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.