გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს  შეხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვოლფგანგ თირზე  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის, კულტურისა და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

საელჩოს ცნობით, გორში დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასა და განვითარების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტებს გაეცნობა. დაგეგმილია ასევე, თელავის დათვალიერება.

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში საინფორმაციო ვიზიტით 7 ოქტომბრამდე იმყოფება.

მას თან ახლავს პირადი რეფერენტი ანდრეას ტრამპე და გერმანიის ბუნდესტაგის პროტოკოლის თანამშრომელი შტეფანი როთენბერგერი.

ვოლფგანგ თირზემ შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვასაძესთან შეხვედრა უკვე გამართა.