„საკუთარი თავი წარმომომიდგენია იქ, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მივიღე“- ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მან პირობა დადო, რომ რუსთაველების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა, რაშიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას აპირებს. ძიძიგური აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველა პოლიტიკოსს იმის ამბიცია აქვს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს.
„პარლამენტში ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლია. არავითარი სხვა ამბიცია არ მაქვს“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დიდი კოალიციაა, აქვს დიდი გეგმები და დაპირებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდის ჩადებასთან დაკავშირებით, ძიძიგურის თქმით, „ივანიშვილის არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა და არც ეს გაცუდდება“.
გარდა ამისა, ძიძიგურმა კოალიციის სხვა მნიშვნელოვან გეგმებსა და ამოცანებზეც ისაუბრა.
„ჩვენი პირველი ამოცანაა ისაა, რომ მედია გავათავისუფლოთ. ეს კი პოლიტიკური ნების საკითხია. კოალიციის ამოცანაა, სასამართლოს გათავისუფლება, რასაც, ასევე პოლიტიკური ნება სჭირდება. მომავალში სასამართლოს ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, რომ ის უსამართლობა გამოასწოროს, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა. ამიტომ, სასამართლო ზეწოლისგნ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. “ - განაცხადა ძიძიგურმა.