ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა ამ ეტაპზე გამორიცხულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხუხაშვილმა „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი არ არის, ბოლო ეტაპზე მან აჩვენა, რომ ის პოლიტიკოსია, მან სწორად შეაფასა რეალობა და პროცესს განერიდა. ამ ეტაპზე მის სამთავრობო გუნდში ხილვას გამოვრიცხავდი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.