ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ ტერმინი „პოლიტმატიმარი“ განსაზღვრა

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ ტერმინი „პოლიტმატიმარი“ განსაზღვრა

ევროკავშირის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ იქნა ტერმინი „პოლიტმატიმრის“ განსაზღვრება, რომელსაც მხარი როგორც მინისტრთა კაბინეტმა, ასევე საპარლამენტო ასამბლეამ დაუჭირა.

„პოლიტპატიმრად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომლის თავისუფლების აღკვეთა მოხდა ერთ-ერთი უმთავრესი უფლების დარღვევით, რომელიც ევროპის კონვენციის ადამიანის უფლებების დაცვითაა გარანტირებული და რომელიც სიტყვის, აზრის, რელიგიის, აგრეთვე მისი გამოხატვის, შეკრებებისა და გაერთიანების უფლებას ითვალისწინებს.

პოლიტპატიმრად ასევე ითვლება პირი, რომლის თავისუფლების აღკვეთა ღიად გამოხატული პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული და არა სამართალდარღევევით . პოლიტპატიმრად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომლის პატიმრობა, აგრეთვე მისი პირობები პატიმრობის დროს, არაპირდაპირპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომელშიც პირი იქნა დადანაშაულებული ან ეჭვმიტანილი.

პოლიტპატიმრად ითვლება პირი, რომელსაც აღეკვეთა თავისუფლება, სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული პირობებით“, - ნათქვამია ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებაში.

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის განსაზღვრებით, პირი, რომელსაც ტერორისტული საქმიანობა ბრალდება, არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტპატიმრად იმ შემთხვევაში, თუ მისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და ევროპულ კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ხელმეორედ გადაისინჯოს ის საქმეები, სადაც შესაძლებელია პატიმრობაში მყოფ პირებზე განხორციელებულ იქნა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები, გაათავისუფლოს დაკავებულები ან ხელმეორედ გაიმართოს სასამართლოს ხდომა.