ცნობილი რუსი მიმომხილველი და ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
„შესანიშნავმა პოეტმა ვლადიმერ ვიშნევსკიმ დაწერა სიტყვები „ ბედნიერება ასე იყო შესაძლებელი! ისეც...და აი ასეც! „,-წერს თავის ბლოგში მატვეი განაპოლსკი „ეხო მოსკვიზე“ და აღნიშნავს, რომ ვიშნევსკიმ ეს სიტყვები ქართულ არჩევნებზე დაწერა, თუმცა მან ჯერ ეს არ იცის.
„ჩვენ, ვინც თავისუფლები ვართ დროშების და პარტიის ნომრებიანი ბიულეტენების ფრიალისა და გამარჯვების შეძახილებისგან, გაყინული გონებით შეგვიძლია დასკვნები გამოვიტანოთ.
პირველი; საქართველოში გაიმარჯვა არა სააკაშვილმა ან ივანიშვილმა, საქართველოში გაიმარჯვა კონსტიტუციამ, სიტყვასიტყვით.
მეორე; პირველად, ჩვენ გავხდით მოწმე თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების, სადაც ხელისუფლებას სხვა კონფიგურაცია ექნება, სახელმწიფოს ხელმძღვანელი კი იქნება პიროვნება, რომელიც პარლამენტის კონსესუსის მიხედვით აირჩევა. სადაც მოქმედი პარტიის ლიდერი აღიარებს დამარცხებას, აცხადებს, რომ დაეხმარება სპიკერის არჩევაში და მოქმედი პრეზიდენტი გადადის ოპოზიციაში. და ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში!
მესამე; ხელისუფლებას მოუწევს მტანჯველი შრომა დაშვებულ შეცდომებზე. უნდა გაარკვიონ, რატომ „აშენებდნენ-აშენებედნენ“ და , ნახევარმა ქვეყანამ კი მათ წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ მოუწევთ მუშაობა არა მორჩილ ოპოზიციასთან, არამედ რეალურთან. გასახარია, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ქვეყნის სასარგებლოდ ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. რათქმა უნდა, ეს ჯერ სიტყვებია, თუმცა ყველას ახსოვს, რომ პირველად იყო სიტყვა.
მეოთხე. როდესაც ოპოზიციას „წარმატების თავბრუსხვევა“ გაუვლის, ორი უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოჩნდება: სააკაშვილი და მისი პარტია ჰაერში არ გაქრა და მეორე-მათთან მოუწევთ მუშაობა, კამათი და კომპრომისების ძიება.
ესმის ეს ოპოზიციას? მზად არის ამისთვის? რატომ ვადევნებთ ჩვენ თვალს სხვის ვნებებს?
იმიტომ, რომ „ბედნიერება შესაძლებელია ასეც და ისეც... „ ეს არის თავისუფალი არჩევნების ბედნიერება მეზობელ ბინაში, საიდანაც ტემპერამენტიანი ყვირილი ისმის, იმიტომ, რომ ახლა იქ „ცხელი პოლიტიკური სექსია“ ჩვენ კი 13 წელია ვიაგრაზე ვზივართ და ისიც უკვე აღარ გვშველის.
პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მიუღებელია უკვე ყოფილი ლიდერი ზრდილობიანად მოიხსენიო, ჩვენიო საბჭოთა ქცევაა-მიაფურთხო და დასძინო: „მე უკეთესი ვიქნები“ და მოვალეობა რჩებათ იფიქრონ, შემდგომში განაგრძონ მათი აშენებულის შენება თუ ნგრევა.
თუმცა, ეს მათი საკითხია. ჩვენი ამოცანა კი საქართველოსგან სწავლაა. არა მარტო გზების, იუსტიციის სამინისტროსი დ არაჩვეულებრივი პოლციიის. უნდა ვისწავლოთ მთავარი-დავიცვათ კონსტიტუცია, თუნდაც ჩვენდა საუბედუროდ.
უნდა აღვფრთოვანდეთ ქართველი მოქალაქეების არაჩვეულებრივი თვისებებით-მათ შეუძლიათ არა მარტო ოცნება, არამედ უშიშრად მისი შენებაც. შენება თავის ქვეყანაში“,-წერს განაპოლსკი თავის ბლოგში.