"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.
თარგამაძის განცხადებით, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხერხდა.
„ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმ შედეგით, რომელიც მთლიანობაში ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, რამდენადაც პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხერხდა. ეს გახლდათ „ქრისტიან დემოკრატების“ მისიის პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი, რამდენადაც 7 დეპუტატით რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ყველანი ერთად ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებით, იმ დემოკრატიული სივრცის გახსნას და გაფართოებას ვცდილობდით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და მის „ნაციონალურ მოძრაობას“ ფაქტობრივად მთლიანად ჰქონდა ჩაკეტილი“, - განაცხადა თარგამაძემ.
„ქდმ“ -მ არჩევნებში გამარჯვება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება, ერთ-ერთი და ბოლო პრეცენდენტი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვლება.
თარგამაძემ ასევე მადლობა გადაუხადა, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს.